ღამით, ისრაელმა ბეირუთში ჰეზბოლას იარაღის საწყობებსა და სამეთაურო ცენტრებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაცია The Times of Israel-მა ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სარაკეტო იერიშების წამოწყებამდე მათ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას რამდენიმე სარაკეტო გამშვებ პუნქტს დაარტყეს.