IAEA-ს დირექტორი: ფორდოს ბირთვული ობიექტის ცენტრიფუგები აღარ ფუნქციონირებს

IAEA-ს დირექტორი: ფორდოს ბირთვული ობიექტის ცენტრიფუგები აღარ ფუნქციონირებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ფორდოს ბირთვული ობიექტის ცენტრიფუგები აშშ-ის თავდასხმების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.

"თანამგზავრული სურათების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ ზუსტი დასკვნების გამოტანა დაბომბვის შედეგებზე.

ამ ბომბების სიმძლავრისა და ცენტრიფუგების ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ჩვენ ვიცით, რომ ისინი აღარ ფუნქციონირებენ. ამგვარი მნიშვნელოვანი ფიზიკური ზიანის გამოწვევა, დაბომბვის შედეგად წარმოქმნილი ვიბრაციითაც არის შესაძლებელი", - თქვა მან.

გროსი ამბობს, რომ ის კარგად იცნობს აღნიშნული ობიექტის პროექტს, შესაბამისად, მისი თქმით, დარტყმის ადგილები ემთხვევა ბირთვული გამდიდრების დარბაზების მიწისქვეშა ადგილმდებარეობას.