IAEA: ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა

IAEA: ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე მიტანილი იერიშის შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო X-ზე წერს.

"ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე დარტყმების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია დაადასტუროს, რომ ამ დროისთვის ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში ვითარების შემდგომ შეფასებას წარმოადგენს, როგორც კი მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

***

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე. თავდასხმა, რომლის შესახებაც თავად დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ტელემიმართვაში და სოციალურ ქსელში, განხორციელდა ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ბირთვულ სადგურებზე.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლებლობების მნიშვნელოვან შეზღუდვას. შეტევაში გამოიყენეს B-2 ტიპის სტელს-ბომბდამშენები და 30-ტონიანი „ბანკერ-ბასტერები“ – GBU-57 ტიპის ბომბები, რომლებიც განკუთვნილია მიწისქვეშა ობიექტების დასაზიანებლად.