Hraparak: ნიკოლ ფაშინიანმა თავის გუნდს უთხრა, რომ ეკლესია ბრძანებებს რუსეთიდან იღებს

Hraparak: ნიკოლ ფაშინიანმა თავის გუნდს უთხრა, რომ ეკლესია ბრძანებებს რუსეთიდან იღებს

სომხური გაზეთის Hraparak-ის თანახმად, ქვეყნის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის გუნდს განუცხადა, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია ბრძანებებს რუსეთის ფედერაციიდან იღებს.

პრესა წერს, რომ ნიკოლ ფაშინიანის, მისი ცოლის და მმართველი პარტიის რამდენიმე წევრის "ანტიეკლესიური" კამპანია საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლების უმრავლესობაში უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა ისინი ამაზე ხმამაღლა საუბარს "ვერ ბედავენ".

Hraparak-ის თანახმად, რამდენიმე მათგანთან პირადი საუბრებიდან გაარკვია, რომ სასულიერო პირების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გასამართლებლად, ნიკოლ ფაშინიანმა თავის გუნდს განუცხადა, რომ რუსეთმა სომხურ სამოციქულო ეკლესიას ხელისუფლებასთან ბრძოლა უბრძანა და თავისი ქმედებებით მას სურს, რომ სასულიერო პირებში "შიში დათესოს".

კერძოდ, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სავარაუდოდ, რუსეთის დირექტივაა, რომ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ბევრმა მსახურმა მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთოს, ამას კი ის "ეკლესიის წინააღმდეგობის გასატეხად, მსახურებში შიშის დასანერგად" აკეთებს.