HRW მოუწოდებს EU-ს, ქართველ მომიტინგეებზე ძალადობრივი ქმედებებისთვის მკაცრ ზომებს მიმართოს

HRW მოუწოდებს EU-ს, ქართველ მომიტინგეებზე ძალადობრივი ქმედებებისთვის მკაცრ ზომებს მიმართოს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Right Watch (HRW) განცხადებით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების სანქცირების საკითხში.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოითხოვონ.

Human Right Watch მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მინისტრებმა უნდა დააწესონ სანქციები ჩინოვნიკებზე, მომიტინგეების ძალადობრივი შეურაცხყოფისთვის.

"ევროკავშირის მინისტრებმა ასევე უნდა დააწესონ სანქციები იმ ჩინოვნიკებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების მიმართ ძალადობრივ შეურაცხყოფაზე", - წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ცნობით, საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების მძიმე რეაგირება, პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საქართველოს ადამიანის უფლებათა კრიზისში ჩავარდნის საფრთხეს ჰქმნის.

"საქართველოს მასშტაბით ათი ათასობით ადამიანი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას უარი თქვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს გადაწყვეტილება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მიზანს. ის, ასევე, არღვევს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-ის ნებას.

მოვლენები დაიწყო 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, რამაც ქვეყნის მმართველი პარტია შეინარჩუნა ხელისუფლებაში, რომელსაც ადგილობრივი დამკვირვებლები და საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდნენ, რომ ხმის მასობრივი გაყალბებით მოხდა. ის, ასევე, მოჰყვა რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ", - წერს HRW.

უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, სპეც.რაზმი, როგორც ძალადობრივი ბრბო, ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა და მათ პროფესიულ საქმიანობაში ჩაერია.

"ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებს ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა. პოლიციამ სცემა და დააკავა ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეები. სპეც.რაზმმა ისევე, როგორც ძალადობრივმა ბრბომ, რომელიც, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, სცემეს ოპოზიციურ მედიასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და ჩაერივნენ გაშუქებაში. რამდენიმე ასეული აქციის მონაწილე სხვადასხვა სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. ბევრმა აღნიშნა ცემისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ პატიმრობაში; ათეულს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

მიუხედავად შიდა და საერთაშორისო ზეწოლისა, მთავრობა აძლიერებს დარბევას.", - წერს HRW.

HRW-ის განცხადებით, ევროკავშირი გმობს ხელისუფლების რეპრესიულ ქმედებებს, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა.

"ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების სანქცირების საკითხში და სავიზო შეზღუდვები დაუწესონ მთავრობის თანამდებობის პირებს და დიპლომატებს" , - წერს HUMAN RIGHT WATCH.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებასთან ერთად ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიერ დემოკრატიის დაცვის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

"ევროკავშირმა უნდა გამოიძიოს ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტების მიერ არჩევნების შემდგომ ძალადობის შესახებ და მოუწოდებს მათ გამოიკვლიონ ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავება და არასათანადო მოპყრობისა და წამების მტკიცებულებები", - წერს HRW.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ევროკავშირის ლიდერებმა მორალურზე გაცილებით მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ და საჭიროა კონკრეტული და გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა ადამიანის უფლებათა სფეროში შექმნილი კრიზისის შემდგომი ესკალაცია აღიკვეთოს.