26 მაისს, 14:00 საათზე ორგანიზაციის გზა. GZA (Georgisches Zentrum im Ausland) ორგანიზებით, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ბერლინერ დომთან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების მთავარი გზავნილი იქნება - არა რუსულ რეჟიმს.
"26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და სოციალური სახელმწიფოს შენებას. ამ დღემ ჩვენ მოგვცა პირველი კონსტიტუცია, რომელიც მოწინავე იყო მაშინდელ სამყაროში.
დღეს ამ თარიღის აღნიშვნა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან რუსეთი ჩვენი ხელისუფლების მეშვეობით ცდილობს წაგვართვას ჩვენ მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და გაგვწიროს მრავალწლიანი უიმედობისთვის.
დღეს, როდესაც საქართველოს საელჩოები უარს ამბობენ აღნიშნონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, გვინდა მოგიწოდოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, 26 მაისს, 14 საათზე მოხვიდეთ ბერლინერ დომთან, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს დღე, ერთად ვუთხრათ არა რუსულ რეჟიმს და მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული და ამის განხორციელებაში ვერავინ ვერასოდეს შეგვიშლის ხელს!" - აცხადებენ ორგანიზატორები.
გზას ორგანიზებით რუსული კანონის წინაამღდეგ ბერლინში რამდენიმე მასშტაბური აქცია-მსვლელობა ჩატარდა.