ავიაკომპანია Eurowings თბილისიდან პრაღის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.
ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ფრენები 30 ოქტომბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება.
ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებგვერდზე.