
ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ხალხისადმი უცვლელია!" - ამის შესახებ გაბნცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მოსახლეობის და მისი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევია. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომ ხალხს მიეცეს საშუალება საკუთარი მომავლის შექმნისა; უზრუნველყოფილი იყოს, რომ ადგილობრივ თემებს, მათ შორის აქ, კახეთში, მათთვის საჭირო სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კახეთის რეგიონში ვიზიტისას.
ელჩი შეხვდა ადგილობრივ თემებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს ხელშესახები სარგებლის მოტანას საქართველოს რეგიონების თემებისთვის. მათ განიხილეს ევროკავშირის მიმდინარე და მომავალი მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია ადგილობრივ განვითარებისა და განათლების გაძლიერებაზე, ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და საქართველოს დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებაზე.