ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე ევროკავშირის დელეგაციამ გამოაქვეყნა.
"ყოველი დაკავებულის უკან დგას ოჯახები და მეგობრები, რომლებიც ასევე განიცდიან უზარმაზარ გაჭირვებას. არავინ არ უნდა დაისაჯოს ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მოუწოდებს მათ გათავისუფლებას. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს", - წერია განცხადებაში.