EU-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო ლიეტუვამაც გააუქმა

EU-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო ლიეტუვამაც გააუქმა

ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი ლიეტუვამაც გააუქმა.

რეგულაცია ლიეტუვის მთავრობამ გუშინ, 21 მაისს დაამტკიცა.

მანამდე იგივე გადაწყვეტილება მიიღო ესტონეთმაც.

ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ყველა წევრი ქვეყანა აღასრულებს.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა.

ევროკავშირის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.