EPP: თუ კანონს მიიღებენ, EU-მა საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არ უნდა დაიწყოს

"უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს! კანონი სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდვებს დაუწესებს, მედიის თავისუფლებას კი ძირს გამოუთხრის.

წერს ევროპის სახალხო პარტია (EPP) სოციალურ ქსელში.