CNN: უკრაინამ 16 ამერიკული Bradley დაკარგა, თუმცა ტერიტორიების გათავისუფლებას აგრძელებს

CNN: უკრაინამ 16 ამერიკული Bradley დაკარგა, თუმცა ტერიტორიების გათავისუფლებას აგრძელებს

გამოცემა CNN-ის ცნობით, უკრაინამ 16 ამერიკული Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანა დაკარგა, თუმცა ტერიტორიების გათავისუფლებას აგრძელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინამ 16 ამერიკული Bradley-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანა დაკარგა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ტერიტორიების გათავისუფლებას აგრძელებენ", - წერს გამოცემა.

მანამდე, ზაპოროჟიეს მიმართულებით გამართულ სასტიკ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა Leopard 2-ის ტანკი და რამდენიმე Bradley-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანა დაკარგა.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი მელნიკმა გერმანიას უკრაინული არმიისთვის მეტი Leopard 2-ის საბრძოლო ტანკის გადაცემისკენ მოუწოდა.