CNN წერს, რომ საქართველო საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც მისმა ავტოკრატიულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე შეაჩერებს.
"მთავრობის გადაწყვეტილებამ სწრაფად გამოიწვია საპროტესტო აქციები დედაქალაქ თბილისში, სადაც დემონსტრანტები პოლიციის თანამშრომლებს "რუსების მონებს" ეძახდნენ. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო სპეცრაზმელები ცალკეულ პირებს სცემდნენ", - აღნიშნავს CNN.
გამოცემა წერს, რომ ქვეყნის პროდასავლური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პოლიციის სამიზნე ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები იყვნენ.
CNN ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოცნებამ არაერთხელ დაარწმუნა ამომრჩევლები, რომ მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს - ამას ქართველების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს.
"არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირის მოლაპარაკებებს დღის წესრიგიდან ამოიღებს და უარს იტყვის ბლოკის საბიუჯეტო გრანტებზე 2028 წლამდე", - წერს CNN.