
ირანელი მაღალჩინოსანი CNN-თან ამბობს, რომ ირანი გააძლიერებს თავდასხმებს ისრაელზე და მიზანში ამოიღებს ნებისმიერი ქვეყნის რეგიონულ ბაზებს, რომელიც იცავს ისრაელს.
"ირანი იტოვებს უფლებას, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, გადამწყვეტად უპასუხოს ამ რეჟიმს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება, დაიცვას რეჟიმი ირანის ოპერაციების წინააღმდეგ, თავის მხრივ ნახავს, რომ მისი რეგიონული ბაზები და პოზიციები ახალ სამიზნეებად იქცევა", - თქვა მან.
13 ივნისს ისრაელმა ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანა და ბირთვულ სამიზნზეებს დაარტყა.იერიშის დაწყებისთანავე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში "განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.
ირანმა ისრაელში საპასუხო 2-ფაზიანი იერიშის მიიტანა და ისრაელის მიმართულებით ჯამში დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. IDF-ის თანახმად, 150-დან 9 რაკეტა ჩამოავარდა, რის შედეგადაც დაშავდა 15 ადამიანი.
იერიშის დაწყებიდან მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.