CNN წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ჰამასი ორ მძევალს ათავისუფლებს - დედას და შვილს.
წყაროს ინფორმაციით, რომელიც მოლაპარაკებების პროცესს იცნობს, ორივე მძევალი წითელ ჯვარს გადასცეს. იმავე წყაროს თქმით, ისინი "ჰუმანიტარული მიზნნით" გაათავისუფლეს, რადგან დედას ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვს.
"კატარის ძალისხმევის საპასუხოდ, ალ-კასამის ბრიგადებმა გაათავისუფლეს ორი ამერიკელი მოქალაქე (დედა და მისი ქალიშვილი) ჰუმანიტარული მიზეზების გამო და რათა ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ბაიდენისა და მისი ფაშისტური ადმინისტრაციის პრეტენზიები მცდარი და უსაფუძვლოა", - განაცხადა ჰამასის პრესსპიკერმა, აბუ ობაიდამ.
მძევლების გათავისუფლებაზე თეთრ სახლსა და ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისში ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.