CBS News: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და მისი მოადგილე თანამდებობებს ტოვებენ

CBS News: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და მისი მოადგილე თანამდებობებს ტოვებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და მისი მოადგილე, ალექს ვონგი, თანამდებობებს ტოვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა CBS News, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობებით, ისინი თეთრ სახლს დღეს დატოვებენ, თუმცა პრეზიდენტის ადმინიტრაცია საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ ავრცელებს.

მაიკ უოლცი ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც მან პლათფორმა Signal-ის მიმოწერაში, რომელშიც ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნები იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე სამხედრო დარტყმის შესახებ გეგმებს განიხილავდნენ, შეცდომით The Atlantic-ის ჟურნალისტი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატა.