Bus Lane-ზე მოტოციკლებსა და მოპედებს გადაადგილების უფლება ექნებათ - კანონპროექტი

Bus Lane-ზე მოტოციკლებსა და მოპედებს გადაადგილების უფლება ექნებათ - კანონპროექტი

პარლამენტში დააინიციირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საავტობუსო ზოლებში, ე.წ. Bus Lane-ზე მოტოციკლებსა და მოპედებს გადაადგილების უფლება ექნებათ.

კანონპროექტით ცვლილებები შედის საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ამ მიზნით ცვლილება შედის "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.