Bloomberg: თურქეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო ძალები გაგზავნოს

Bloomberg: თურქეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო ძალები გაგზავნოს

თურქეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო ძალების სახით ჯარები გაგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg სანდრო და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი, რომელსაც NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ყველაზე დიდი არმია ჰყავს, მზადყოფნას აცხადებს უკრაინისთვის ჯარების გასაგზავნად.

გამოცემა ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან თებერვლის დასაწყისში, ანკარაში ცალკეული შეხვედრების დროს ისაუბრა.

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თურქეთის განზრახვა, რუსეთ-უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოტენციური სამშვიდობო ზავის მონიტორინგს დახმარებაა, რათა ევროპელი მოკავშირეებისთვის, მათ შორის, დიდ ბრიტანეთისთვისა და საფრანგეთისთვის, ტვირთი შემსუბუქდეს, რომლებიც ევროპის სახელით უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნას გეგმავენ.

ამასთან, თურქეთი არ იქნება არც ერთი სამშვიდობო მისიის ნაწილი, თუ ის არ იქნება ჩართული მის ჩამოყალიბებასა და კონსულტაციების მომზადებაში.

როგორც საფრანგეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, მზად არიან განათავსონ ჯარები უკრაინაში, როგორც უსაფრთხოების გარანტიების პაკეტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს ნებისმიერი სამშვიდობო გარანტიების უზრუნველყოფა, იმ პირობით, თუ აშშ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.