
მომავალ კვირას, 6 მარტს ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული სამწლიანი ომის დასრულებასთან დაკავშირებით სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას დაგეგმილი შეხვედრის დროს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის ლიდერების სპეციალურ სამიტზე, თავდაცვის საკითხებში ერთიანი პოზიციის გამომუშავებაზე დისკუსია გაიმართება. ლიდერები განიხილავენ, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო პირობები და რა ვალდებულებები აქვს ბლოკს.
ასევე, Bloomberg-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ევროკომისია აპირებს, შეხვედრაზე კონტინენტის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების გეგმა წარადგინოს.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, მომავალ ევროკომისია წევრ ქვეყნებს განუმარტავს, თუ როგორ აპირებს მეტი მოქნილობის შემოღებას თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით, ევროკავშირის ფისკალური წესების დარღვევის გარეშე.