გერმანული მედიის BILD-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს გერმანიას ეწვევა.
გამოცემის ცნობით, გერმანიის ძალოვანი სტრუქტურები უკვე ემზადებიან უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტისთვის.
ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ 14 მაისს, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ზელენსკის ოფიციალურად მიიღებს. ამის შემდეგ დაგეგმილია მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია. დააახლოებით 12 საათზე დაგეგმილია შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.
BILD-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აახენში ჩაფრინდება. იმავე დღეს კი ზელენსკი უკრაინაში დაბრუნდება.