Atlantic Council-ის მკვლევრის ეთო ბუზიაშვილის სახლში საგამოძიებო სამსახური შევიდა

Atlantic Council-ის მკვლევრის ეთო ბუზიაშვილის სახლში საგამოძიებო სამსახური შევიდა

Atlantic Council-ის კიდევ ერთ თანამშრომლის, მკვლევარ ეთო ბუზიაშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. მის ბინაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასევე იმყოფება მკვლევარ სოფო გელავას სახლშიც, რომელიც ასევე Atlantic Council-ის თანამშრომელია. ამის შესახებ Facebook-ზე მისმა ქმარმა გიორგი ნონიაშვილმა დაწერა და თქვა, რომ სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა გააქვთ.

ადვოკატი ადგილზე იმყოფება. როგორც ცნობილია, გამოძიება 3 მუხლით არის დაწყებული.