Associated Press-ი ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

Associated Press-ი ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

Associated Press-ი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უჩივის, რადგან თეთრმა სახლმა აღნიშნული სააგენტოს ჟურნალისტებს პრეზიდენტთან წვდომა შეუზღუდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავზე, Air Force One-ზე დაშვება ეკრძალებათ, რადგან ისინი „ამერიკის ყურის“ ნაცვლად ისევ „მექსიკის ყურეს" უწოდებენ.

სარჩელი, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის რაიონულ სასამართლოშია შეტანილი, აღწერილია, რომ თეთრი სახლის ეს გადაწყვეტილება, არღვევს აშშ-ს კონსტიტუციას, მათ შორის პირველი შესწორების დაცვას სიტყვის თავისუფლებისთვის, იმით, რომ ცდილობს გააკონტროლოს ის ენა, რომელსაც ის იყენებს ახალი ამბების შესახებ.

„შეერთებულ შტატებში პრესასა და თითოეულ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი სიტყვების არჩევისა და მთავრობისგან სამაგიეროს გადახდის მსხვერპლი არ გახდეს", - ნათქვამია საჩივარში.

***

იანვარში, აშშ-ის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც „მექსიკის ყურის“ სახელწოდება „ამერიკის ყურით“ შეუცვალა.