Air Moldova კიშინიოვიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს

Air Moldova კიშინიოვიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს

მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova კიშინიოვიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენები 26 მარტიდან დაიწყება და კვირაში 3 სიხშირით - ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით სიხშირეს ზრდის და კვირაში 4 დღის ნაცვლად ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.