სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ფიცოს პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.
ამასთან, მოქალაქეებში პროტესტი გამოიწვია რობერტ ფიცოს განცხადებამ, სადაც მან თქვა, რომ სლოვაკეთმა შესაძლოა ევროკავშირისა და NATO-ს დატოვება განიხილოს.
გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციები სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.