ALDE: ვგმობთ ელენე ხოშტარიას მიმართ სასტიკ მოპყრობას და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას

ALDE: ვგმობთ ელენე ხოშტარიას მიმართ სასტიკ მოპყრობას და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE Party) გმობს პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. ორგანიზაცია ქართული ოცნების ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვგმობთ პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასა და სასტიკ მოპყრობას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ეს არის კიდევ ერთი აღმაშფოთებელი შემთხვევა, რომელიც ასახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამოკიდებულებას უკანონოდ დაპატიმრებულების მიმართ. ჩვენი წევრები გააგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.