ACT-ის დამფუძნებელი: გამოსავალი ბიზნესის, ხალხის პოზიციაა - ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას

აბსოლუტურად ვემიჯნები იმ სისასტიკეს და სიყრუეს, რომელიც დღეს მმართველი პარტიის მხრიდან ხდება. ვიმსჯელოთ, როგორ მივედით აქამდე და რა არის გამოსავალი.

სამ მთავარ ფაქტორს ვიტყვი. ჩვენ აქამდე მივედით წინა მთავრობის სიძულვილით. იცით, როგორ მოვიდა, ეს მთავრობა და იცით, როგორ მისცა მას ხმა, წინა ხელისუფლების სიძულვილით და სიძულვილზე სიკეთე არასოდეს შენდება და დიდი იმედი მაქვს, ახლაც, არ მოხდება ისე, რომ სიძულვილით მოხდეს კიდევ ერთი ცვლილება.

მეორე, მე ვფიქრობ ეს იყო უკეთესი მომავლის პოზიტიური მოლოდინი. კონსტიტუციაში ჩაწერა მთავრობამ ეს მუხლი, ევროკავშირისკენ გზა რომ ჩვენი არჩევანია. ჩვენ გვქონდა უკეთესის იმედი და ამის ნიშნებიც არსებობდა.

და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ კონფორმიზმი, რომელიც ჩემი აზრით, ინდივიდუალური კონფორმიზმიდან იწყება. რაღაცაზე გავჩუმდით, რაღაცაზე თვალი დავხუჭეთ. იმ მდგომარეობაში ვართ, ცივ ტაფაზე რომ დასვამ ბაყაყს, ვერ გრძნობს როგორ იწვება. ცხელ ტაფაზე თუ დასვამ, მყისვე გადახტება, მაგრამ ცივ ტაფაზე თუ დასვამ და ნელ-ნელა მოუმატებ ტემპერატურას ის ისე იწვება, რომ ვერ იგებს. [..]

გამოსავალი ხალხის და ბიზნესის, საზოგადოების ყველა წრის საერთო პოზიციაშია. იმაში, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას. მე, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

განაცხადა ACT-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, თინა რუხაძემ, BMG-ის ბიზნესის კვირეულის ეთერში. მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიცია გამოთქვა.