თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე 05:00-დან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზად საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციას ასახელებენ.
გადაადგილება იზღუდება სავაჭრო ცენტრ თბილისის მოლის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე.
მერიის ცნობით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის (ე.წ. ზაჰესისი ხიდის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.