7 წლის შემდეგ Wizz Air სტამბოლში ბრუნდება

7 წლის შემდეგ Wizz Air სტამბოლში ბრუნდება

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 7 წლის შემდეგ სტამბოლში ბრუნდება.

ავიაკომპანია სტამბოლის მთავარი ეროპორტიდან (IST) თავდაპირველად ლონდონის, რუმინეთის ქალაქ იასისა და ბუდაპეშტის მიმართულებით იფრენს.

ფრენები მარტიდან დაიწყება და ფასები საშუალოდ 25 ევროდან იწყება. Wizz Air იქნება პირველი ულტრა-დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც სტამბოლის დიდი აეროპორტიდან იფრენს.