54 წლის ასაკში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მერი სახლში გარდაიცვალა, სავარაუდო მიზეზი თრომბია.
გია ხარჩილავა 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი იყო, რომელიც მერი გახდა.