მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს. ევროკომისიის წარმომადგენელთან, გაფართოების პოლიტიკის საკითხებში, დისკუსია შედგა და გამოიკვეთა საქართველოს მიმართ არსებული შეფასების კონტურები.
მოვისმინეთ ფორმულირება - "ჯერ კიდევ არ არის გვიანი", "თუ ხელისუფლება სერიოზულადაა განწყობილი, ჯერ კიდევ რჩება შანსი" - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ ეტაპზე დასავლეთში კრიტიკული განწყობებია. ნეგატიურ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსულ კანონს, ფრენების აღდგენას მოსკოვთან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნის პერიპეტიებს