4 პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს: მოითხოვეთ შვებულება, დრო გამოიყენეთ წინააღმდეგობის მოძრაობაში

4 პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს: მოითხოვეთ შვებულება, დრო გამოიყენეთ წინააღმდეგობის მოძრაობაში

4 პოლიტიკური კოალიცია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მოითხოვონ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და აქციებს შეუერთდნენ.

განცხადებას ავრცელებენ: ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის და გახარია საქართველოსთვის.

განცხადებაში ისინი ასევე მიმართავენ ქართულ კომპანიებს, დაუბრკოლებლად გასცენ შვებულებები.

"მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში.

ქართულ კომპანიების, რომლებისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია: გთხოვთ დაუბრკოლებლად გაეცით ასეთი შვებულებები ამ გადამწყვეტ დღეებში და ამით, მხარი დაუჭირეთ თანამოქალაქეების ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისათვის.

ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და მასში აუცილებლად გავიმარჯვებთ!"- ნათქვამია განცხადებაში.