4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ ექვს ადამიანს მათ შორის ნანა სანდერსს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ ექვს ადამიანს მათ შორის ნანა სანდერსს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს - გოჩა ყატაშვილს, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი კიკნაველიძესა და ნანა სანდერსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურიშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შსს-ს მიერ რამდენიმე საათის წინ გაკეთებული ბოლო განცხადების მიხედვით, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით საერთო ჯამში 44 პირია დაკავებული.

მათ ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა.

7 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტში შემავალი 5 პირის მიმართ - ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ბერიძე.

4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა ასევე შეფარდებული აქვს ბექა მაჭავარიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს და სერგო მეგრელიშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის გადაწყვეტილებით ასევე პატიმრობა შეეფარდათ დავით ჟღენტს, ალექსანდრე გოგოლაძეს, კახაბერ მჟავანაძეს და გიორგი რურუას, ხოლო მოსამართლე ლელა მარიდაშვილის - თორნიკე მჭედლიშვილს, დავით სტურუას, აბო ნავერიანს და ევა შაშვიაშვილს.