თბილისის მერიის ინფორმაციით, 29 ივლისის 10:00 საათიდან პ. იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
უწყების ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
"ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პარალელური - ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.