თელასის ინფორმაციით, ხვალ გლდანის და საბურთალოს რაიონების ნაწილს დენი გაეთიშება.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, პეტრე იბერის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თიანეთის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, თეიმურაზ ბოჭორიშვილის და სანდრო ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.