277 უკრაინელი სამხედრო რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდა

277 უკრაინელი სამხედრო რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიდევ 277 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან. მისივე თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მარიუპოლსა და დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის მიმართულებებს იცავდნენ.

ზელენსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შუამავლობისთვის და აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსული ტყვეობიდან სულ 4,552 ადამიანი იქნა დაბრუნებული.

"ჩვენი ხალხი სახლშია — ერთ-ერთი საუკეთესო სიახლეა. კიდევ 277 მებრძოლი დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები. ისინი იცავდნენ მარიუპოლს და სხვა მიმართულებებს დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის რეგიონებში. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ადამიანების დაბრუნება შესაძლებელი გახადა. განსაკუთრებული მადლობა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შუამავლობისთვის.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, უკვე 4,552 ადამიანი — როგორც მებრძოლი, ისე სამოქალაქო — დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან.
ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც კვლავ ტყვეობაშია. ვეძებთ თითოეულ მათგანს. ყველა უნდა დავაბრუნოთ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.