
მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღირიცხა.
კერძოდ, კვლევაში საუბარია ჟურნალისტების უფლებების დარღვევის მრავალი სახის შემთხვევაზე: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა.
"კვლევის შედეგად 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა:
ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან:
ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:
ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან:
პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში, გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების 34 შემთხვევა აღირიცხა. (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი", - წერია კვლევაში.