2024 წლის ისტორიის მცველების ჯილდოს მფლობელი დროების ჟურნალისტი, რატი მუჯირი გახდა

2024 წლის ისტორიის მცველების ჯილდოს მფლობელი დროების ჟურნალისტი, რატი მუჯირი გახდა

მედიახმამ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ისტორიის მცველები დააჯილდოვა. ცერემონია სიმბოლურად, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან მეორე წლისთავზე გაიმართა.

2024 წლის ისტორიის მცველების ჯილდოს მფლობელი 11 ადამიანი გახდა, მათ შორისაა დროების ჟურნალისტი, რატი მუჯირი.

"უკვე ძალიან დიდი ხანია, რატი მუშაობს უკრაინის ამბებზე. არამხოლოდ უკრაინის ამბებზე, არამედ ზოგადად კონფლიქტებზე სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამას, რა თქმა უნდა, იმიტომ არ აკეთებ, რომ შემდეგ დაგიფასდეს, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს მუშაობას ასე ამჩნევენ და აფასებენ", - აცხადებს რატი მუჯირის ცოლი, ჟურნალისტი სოფო ნაცვლიშვილი.

დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.