ფაშინიანი ვაშინგტონში ტრამპს და ალიევს შეხვდება

ფაშინიანი ვაშინგტონში ტრამპს და ალიევს შეხვდება

2025 წლის 7-8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა შეერთებულ შტატებს.

ვაშინგტონში დაგეგმილია ფაშინიანისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ორმხრივი შეხვედრა, რომლის მთავარი თემა სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იქნება — ინფორმაციას სომხეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება სამმხრივი შეხვედრა ფაშინიანს, ტრამპსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის. შეხვედრის მიზანია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა.