19 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. კომპანია თელასი ამის მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, ავლევის, ერეკლე მეორეს და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, დისევის, გვირილების, შალიკაშვილის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II კვარტლის, გამრეკელის, ძოწენიძის, მუზაშვილის, გურიელის, ნუცუბიძის, რამაზ დუდუ დადიანის და პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვაშლიჯვრის დასახლების და პაპაშვილის ქუჩების მოსახლეობას.