პროკურატურის ინფორმაციით, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც 2022 წლის 11 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, რძალი სანადირო თოფით მოკლა.
ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109 -ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.