პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 სთ-დან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება.
წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ "საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა".
მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებების მოწოდებების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი მიიღო. მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 30.
პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებს, რომ რედაქციული შენიშვნები რუსულ კანონთან დაკავშირებით არ არის, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
კენჭისყრის ყრის პროცესის განმავლობაში ოპოზიციის დეპუტატები ხმაურობდნენ. გარდა ამისა, პარლამენტს გარეთ მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი.
ძალაში შესასვლელად ახლა კანონს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნიან, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ ოცნება ვეტოს დაძლევას პარლამენტში ეცდება.
ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები პარლამენტთან რუსული კანონს აპროტესტებენ. მოქალაქეები ქართული ოცნებისგან კანონის გაწვევას მოითხოვდნენ. საპასუხოდ კი, ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია არაერთხელ დაშალა ძალის გამოყენები, პოლიციელები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად, სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. აქციების პერიოდში შსს-მ ათეულობით ადამიანი დააკავა.
რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოცხადეს ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა - სალომე სამადაშვილმა, ტარიელ ნაკაიძემ და თამარ კორძაიამ.