16 წელი დევნილობაში. რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ იძულებით გადაადგილებული უამრავი ოჯახი ჰყავს. ოკუპირებული ტერიტორიიდან, დიდი ლიახვის ხეობიდან გამოდევნილმა მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, როგორ დაიწყო რუსული აგრესია და რას აკეთებდა მოსკოვი წლების განმავლობაში და კონკრეტულად 2008 წელს ფართომასშტაბიან შემოჭრამდე წინა თვეებსა და დღეებში. დევნილების ცხოვრება 16 წლის შემდეგაც მძიმეა - საკუთარი ქვეყნის ომში დამადანაშაულებელი ხელისუფლება გულგრილია მათი პრობლემების მიმართ.