15 წლის გოგო, რომელიც გუშინ ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არასრულწლოვანი ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა.
შემთხვევა, გუშინ გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.