15 მარტიდან ლამინირებული პირადობების ელექტრონულით ჩანაცვლება უფასოდ მოხდება

15 მარტიდან ლამინირებული პირადობების ელექტრონულით ჩანაცვლება უფასოდ მოხდება

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები უქმდება. შესაბამისი ცვლილება "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში შევიდა.

15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას.

პირადობის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქეებმა იუსტიის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.