14 წლის გოგოს მამა გამოკითხვაზე მივიდა, მას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს

14 წლის გოგოს მამა გამოკითხვაზე მივიდა, მას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა გამოკითხვაზე დაიბარეს. მას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს.

ისა შახმიროვი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და საქართველოში ახლახან დაბრუნდა.

როგორც ტელეკომპანია ფორმულასთან ისა შახმიროვას ძმა აცხადებს, რომ მკვლელობის შესახებ ტელევიზიიდან გაიგეს და ბავშვის იძულებით გათხოვების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

"ჩემი ძმა რუსთავის პოლიციაში იკითხება. წლებია, დაშორებულია თავის ცოლს, ბავშვები დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელში იზრდებოდნენ. მამა მათ ფინანსურად ეხმარებოდა მაგრამ მიმოსვლა არ გვქონდა, არც დღესასწაულზე, არც რაიმე შემთხვევების დროს, არც გათხოვების ამბავი არ ვიცოდით. ეს ჩვენთვის არ უთქვამთ. წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ტელევიზიით შევიტყვეთ, შემდეგ გავაგებინე ჩემს ძმასაც. მასთან ბევრი საუბარი ვერ მოვასწარით, გამოკითხვაზე წაიყვანეს, თუმცა ზუსტად ვიცი, თავისი მკაცრი პოზიცია ექნება მომხდარზე", - განაცხადა ნუსა შახმიროვმა.

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

გარდა ამისა, დააკავეს აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ დედა იყო ადამიანი, ვინც ბავშვი, გამოქცევის შემდეგ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ე.წ. ქმართან დააბრუნა.

პროკურატურა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ "არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება", ეს არ შეატყობინეს შესაბამის ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.