13 მაისიდან პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

13 მაისიდან პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის განცხადებით, ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ - ამოქმედდება უსაფრთხოების ყვითელი დონე.

განცხადებიდან ირკვევა, რომ პარლამენტში დაგეგმილ ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

გარდა ამისა, შენობაში შესვლის უფლება მედიასაშუალების მხოლოდ ორ ჯგუფს ექნება.

"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია პარლამენტის განცხადებაში.