12 სექტემბრის დღის ბოლოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - პროგნოზი

12 სექტემბრის დღის ბოლოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).