არაოფიციალურ დონეზე იყო გარკვეული კითხვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომ ხომ არ იქნებოდა უკეთესი ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლებისთვისა და მისი სტატუსის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო მართლმადიდებლობა. მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება გულისხმობს ურთიერთდაქვემდებარების პროცესს. ეს ეკლესიისთვის მიუღებელია. [...]
რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი რისკი. დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში შეიძლება ეს რისკი არ იყოს, მაგრამ, ზოგადად, ეს გულისხმობს გარკვეულ დაქვემდებარებას სახელმწიფოსადმი.
განაცხადა TV პირველთან პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.