ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

პოეტ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. როგორც მისი ადვოკატი, მარიამ პატარიძე აცხადებს, პროკურატურა რატიანს ედავება პოლიციის უფროსისთვის სახეში ხელის დარტყმას.

ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ის დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო სასამართლო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატის თქმით, საქმეში დაზარალებულის და მისი ორი მოადგილის ჩვენებებია წარმოდგენილი.