ზურაბიშვილი: ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, მან გამოხატა მზადყოფნა, დაგვეხმაროს EU-ის გზაზე

ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე და გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.